A review by michinio
Один день Ивана Денисовича by Aleksandr Solzhenitsyn

4.0

[b:გულაგის|17703436|Архипелаг Гулаг|Aleksandr Solzhenitsyn|https://i.gr-assets.com/images/S/compressed.photo.goodreads.com/books/1364672837l/17703436._SY75_.jpg|2944012] პირველი 2 წიგნის წაკითხვამ იმედები გამიცრუა და ვიფიქრე სოლჟენიცინს ხელს აღარ მოვკიდებდი, მაგრამ მერე გავიგე რომ ნობელი გულაგისთვის კიარა, ამ მოთხრობებისთვის მისცეს და, მიუხედავად იმისა, რომ ნობელი ლიტერატურაში ავტორიტეტად არ მიმაჩნია, მაინც რაღაცას ნიშნავს. ხოდა აი, წავიკითხე მაინც და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი - კარგი მწერალი ყოფილა. თუმცა, ამავე წიგნმა ნათლად დამანახა თუ რატომ მირჩევნია [a:შალამოვი|2905384|Варлам Шаламов|https://images.gr-assets.com/authors/1408459639p2/2905384.jpg] უპირობოდ:

1. მიუხედავად იმისა, რომ სოლჟენიცინი კარგი მწერალი ჩანს, არ არის გენიალური და სულისშემძვრელი. მისი ისტორიები შეიძლება იყოს პატარა შოკის საფუძველი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ ისტორიაა ჟუტკი. შალამოვი კი გენიოსია და მისი პერსონაჟის დაჩირქებული ფეხი უფრო თავზარდამცემია, ვიდრე სოლჟენიცინთან 1000-ობით დახვრეტილი ადამიანი და პირში ჩაფსმები დაკითხვებზე.

2. შალამოვთან ტრაგედია და საერთოდ ყველაფერი ინდივიდის დონეზეა, სოლჟენიცინის "1 ადამიანის 1 დღე"-ც კი უფრო კოლექტიური ტრაგედიაა და შესაბამისად ნაკლებად "ნამდვილი". მეტიც, სოლჟენიცინთან ამ კოლექტიურ ტრაგედიას აშკარა ეროვნული ნიშნები აქვს და უფრო კონკრეტულად "რუსული სულის" ტკივილია (ყველა სხვა ეროვნების ხალხი აქ თითქოს მხოლოდ რუსი პერსონაჟების ხასიათების გასაშლელადაა, სხვა დანიშნულება არ აქვთ). მე კიდევ მასეთი რამეების არ მწამს, არ მჯერა და опиум для народа-ს კატეგორიაში გამყავს (ეროვნული ნიშნით მიკერძოებულობა რომ არ დამწამოთ, ერთნარი ბოდიალი მგონია "რუსკაია დუშა", "ქართული გენი" და "ემერიქან დრიმ"). შალამოვთან კი, ბაზარი არაა, ფაქტიურად ყველა პერსონაჟი რუსია, მაგრამ მათი ეროვნული თვისებები თვალში არ გეჩხირება და იცი, რომ იგივე სიტუაციაში სხვა ეროვნების ადამიანებზეც ვრცელდება ზუსტად იგივე.

3. ამ კონკრეტული მოთხრობის პერსონაჟი (წიგნში სხვა მოთხრობებიცაა, ზოგი კარგიც) ისეთი ტიპია, რომ იცი არ დაიკარგება და უფრო ნაკლებად შეგტკივა გული. და მიუხედავად იმისა, რომ ეს კრებითი პერსონაჟია რამდენიმე ადამიანის, მაინც ავტორისა ყველაზე მეტი აქვს და კარგად ჩანს როგორ ცხოვრობდა სოლჟენიცინი გულაგში. სხვა მოთხრობებიც ხაზს უსვამს მაგას, როცა საჭიროა ბლატნოიცაა, ხალხის დაკერვაც შეუძლია, იცის საიდან მიუდგეს ყველაფერს და კიდევ ერთხელ დასტურდება შალამოვისვე სიტყვები, რომ გულაგი [უკვე იქიდან გამოსვლის მერე] სოლჟენიცინისთვის საქმეა და მასალა და არა გადატანილი ტკივილი. შალამოვის პერსონაჟებს კიდე ყველას პაგალოვნად დანძრეული აქვს და ზუსტად ის პროცესია საინტერესო თუ როგორ კარგავს იქ ადამიანი ადამიანობას და არა ის, თუ როგორ მოერგება ადამიანი ამ სიტუაციას - ასეთი ტიპები ყველგან არიან და არ უნდა ამას გულაგი. ობიექტურობისთვის დავამატებ, რომ შალამოვს "ივან დენისოვჩი" ძალიან მოსწონდა, როგორც ჩანს მერე და მერე სოლჟენიცინმა ამის დონის არაფერი რომ არ დაწერა და თავის პრაგმატულ საქმიანობას რომ მიაწვა, ეგ გაუტყდა (მგონი სამართლიანადაც).

კარგი წიგნია მოკლედ, იმდენადაც კარგი, რომ შეიძლება [b:გულაგის|17703436|Архипелаг Гулаг|Aleksandr Solzhenitsyn|https://i.gr-assets.com/images/S/compressed.photo.goodreads.com/books/1364672837l/17703436._SY75_.jpg|2944012] დანარჩენი წიგნებიც წამაკითხოს ოდესმე.